სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციული სისტემები
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ინფორმაციული სისტემების მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი გია სირბილაძე (კოორდინატორი); ასოცირებული პროფესორი ბიძინა მიდოდაშვილი.
ინფორმაციული სისტემების სამაგისტრო პროგრამა მოამზადებს პროფესიონალს, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციული სისტემების საჭიროებებს, ქმნის და ავითარებს ინფორმაციული სისტემების ინფრასტრუქტურას, უწევს არსებულ სისტემებს მომსახურებას, აწარმოებს ეფექტურ ურთიერთობას ორგანიზაციულ ქვედანაყოფებს შორის და უწევს კონსულტაციას სხვადასხვა ინფორმაციული სისტემების აპლიკაციებს.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
- კურსდამთავრებულს შესძინოს თანამედროვე ინფორმაციული სისტემების მუდმივად განვითარებად სფეროში ღრმა და სისტემური ცოდნა შემდგომი პროფესიული საქმიანობისა დაკვლევითი აქტივობის წარმატებული განხორციელებისათვის, რაც უზრუნველყოფს მის კონკურენტუნარიანობას შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე, აგრეთვე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე;
- ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას, ინფორმაციული სისტემების დანერგვას ეკონომიკის, ბიზნესის და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში.
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
- სულ მცირე 10 ECTS კრედიტი უმაღლესი მათემატიკის დისციპლინებში;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გასაუბრება სპეციალობაში
- გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონის შესაბამისი);
ინფორმაციული სისტემების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმება შესაძლებელი იქნება:
- შესაბამისი პროფილის სასწავლო - კვლევით დაწესებულებებში;
- შესაბამისი პროფილის დაწესებულებებსა, საწარმოებსა და ფირმებში;